თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მდებარე ცენტრალური ბიბლიოთეკები, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დროებით დაიკეტა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. უცნობია როდის განაახლებს თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა მუშაობას. გურჯაანის ბიბლიოთეკამ კი ამ ეტაპზე 10 დღით შეწყვიტა ფუნქციონირება. “ბიბლიოთკა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იყო, რადგან უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები ხშირად რეკავდნენ და აქ მოსვლას ითოვდნენ. დეზინფექცია ჩავატარეთ, მაგრამ უკვე საშიში და შეუძლებელი იყო მუშობა”, – განაცხადა თელავის...
ფოთში, სურსათისა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მაღაზიების გარდა დღეიდან მუშაობას წყვეტს ტანსაცმლის, ელექტრო ტექნიკისა და სხვა მაღაზიები. დაიხურა რესტორნები და კაფეები. კვების ობიექტებში ამოქმედდა შინ მიტანის სერვისი. „სადეზინფექციო ღონისძიებების მეტი ინტენსივობით ჩატარება, მოქალაქეთა რიგების კონტროლი დაევალათ სასურსათო მაღაზიების მენეჯერებს. სანიტარული ნორმები გამკაცრდა საცხობებში. პური და პურპროდუქტების რეალიზაცია შეფუთული სახით უნდა მოხდეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას დავალებით, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები...
შემდეგი სტატია კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას და ორგანიზაცია წითელ ჯვარს შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის მიხედვითაც გადამზადდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობის სურვილი აქვთ. კალაძის თქმით, მოსახლისეობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია. მოხალისეები მერიასთან ერთად ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან. "ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებიც...
„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი. პარტიაში ფიქრობენ, რომ „თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს”. “კორონავირუსის გამო გაღრმავდა ის ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ბევრ ოჯახს უმცირდება შემოსავალი ან საერთოდ კარგავს მას...
ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემას იწყებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. „აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ შემდეგ პროდუქტს: შვრიის ფანტელი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, პური, ვაშლი, ბანანი, რძე. პროდუქტის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში. ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი...
ქობულეთის მერიამ შპს "ქობულეთის ტრანსრეგულირებასთან" ერთად, დროებითი გრაფიკი შეიმუშავა, რომელიც მგზავრთა მოთხოვნებსა და საჭიროებაზეა მორგებული - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ჩოლოქის მეურნეობა- რკინიგზის სადგური-ბათუმი ჩოლოქის მეურნეობიდან ბათუმის მიმართულებით გასვლის დრო: 1)07სთ:50წთ 2)11სთ:00წთ 3)14სთ:40წთ 4)18სთ:00წთ რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით გასვლის დრო: 1) 08სთ:10წთ 2) 08სთ:15წთ 3)08სთ:30წთ 4)11სთ:25წთ 5)14სთ:35 წთ 6)15სთ:05წთ 7)16სთ:05სთ 8)18სთ:25წთ მუნიციპალური ავტობუსის გამოსვლის დრო ბათუმიდან 1)09სთ:30წთ 2)10სთ:30წთ 3)11სთ:00წთ 4)13სთ:00წთ 5)15სთ:40წთ 6)16სთ:30წთ 7)17სთ:20წთ 8)19სთ:20წთ შპს."ქობულეთის ტრანსრეგულირება"-ს მიერ დაემატა ავტობუსები შემდეგი მიმართულებებით: ქაქუთი, ზენითი, გვარა, კოხი, ჭახათი, კვირიკე, შვერნიკი. კვირიკე-ქობულეთი ქობულეთიდან კვირიკის მიმარულებით გასვლა- 08:00სთ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაავალა საშეღავათო პირობების შექმნას იქ არსებული ობიექტებისთვის. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  "ბათუმის ბულვარს დაევალა უზრუნველყოს საშეღავათო პირობების შექმნა იქ არსებული ობიექტებისთვის, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, რომ შექმნილი სიტუაცია მძიმე ტვირთად არ დააწვეთ მათ"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის პრევენციულ რამდენიმე ღონისძიებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ბრძანების მიხედვით, აფხაზეთში შემოსული პირები ვალდებულები იქნებიან 14 დღე თვითიზოლაციაში იყვენენ. საჯარო სამსახურების ხელმძღვანებლებმა სამსახურებში არ უნდა დაუშვან ადამიანები მაღალი ტემპერატურით. სამსახურებიდან დროებით უნდა დაითხოვონ 60 წელს გადაცილებული მოსამსახურეები. შეჩერდეს ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 30 მარტამდე. შეჩერდეს ასევე ექსკურსიები...
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე, – ამის შესახებ კომპანიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების თაობაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებული იქნება. „დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის  ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული...
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ის პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადია, სათნოების სახლში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი, ნინო ბენდელიანი ამბობს, მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც არაგეგმიურ არდადეგებამდე დარჩათ, უფასო სასდილოს ორ ეტაპად გადასცეს. „ჩვენ დიდი რაოდენობის ნაშთი არ გვქონდა, ყველა მომწოდებელმა გაგვიუქმა შეკვეთა. მალფუჭებადი პროდუქტი, რაც გვქონდა ბორჯომის უფასო სასადილოს მივუტანეთ, ხვალ კიდევ ვაპირებთ მათთვის ბოსტნეულის მიტანას,“–ამბობს...
კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ. „მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში...
პირბადეებთან ერთად საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო. საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი შეიქმნას. „უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და ასევე სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის ადამიანები, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, ხოლო შემდეგ სხვა მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსაც, სიცხეს გაუზომავენ. ამისათვის შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს. პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ. დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. გაიღება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარე. დროებით...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ავტობუსების მოძრაობის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა განცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც თავზარაშვილი ამ ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. "კომპანიებს ორი დღის წინ მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობის შეზღუდვაზე, დღეს კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მკაცრდება...
გორში, სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს ჯგუფი “ გორი covid 19 ის წინააღმდეგ “. მსურველებს მოუწოდებენ გაწევრიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოსახლეობას. მოხალისეები მოქალაქეებს ადგილზე მიუტანენ მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს,პირველადი დახმარების ნივთებს და ასე შემდეგ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მელაძე ამბობს, მოხალისეები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ მოქალაქეების მომსახურებას, თუ ქვეყანაში პანდემია მასშტაბურ სახეს მიიღებს. “ქვეყანაში თუ გამწვავდა სიტუაცია,...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილა, რომლის გათვალისწინება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას უშუალოდ ობიექტებზე უნდა მოხდეს. „შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები. მათი დიდი ნაწილი უკვე სრულდება, თუმცა გარკვული პოზიციები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ