ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქალაქში, სავაჭრო ობიექტებში რეგულაციების დაცვას ყოველდღიურად შეამოწმებენ

464

ფოთში, სურსათისა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მაღაზიების გარდა დღეიდან მუშაობას წყვეტს ტანსაცმლის, ელექტრო ტექნიკისა და სხვა მაღაზიები.

დაიხურა რესტორნები და კაფეები. კვების ობიექტებში ამოქმედდა შინ მიტანის სერვისი.

„სადეზინფექციო ღონისძიებების მეტი ინტენსივობით ჩატარება, მოქალაქეთა რიგების კონტროლი დაევალათ სასურსათო მაღაზიების მენეჯერებს. სანიტარული ნორმები გამკაცრდა საცხობებში. პური და პურპროდუქტების რეალიზაცია შეფუთული სახით უნდა მოხდეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას დავალებით, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ყოველდღიურად შეამოწმებენ სავაჭრო ობიექტებში რეგულაციების დაცვას“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.