“ევროპული საქართველო” მთვარობას 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის დარიგებას სთავაზობს

855

„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი.

პარტიაში ფიქრობენ, რომ „თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს”.

“კორონავირუსის გამო გაღრმავდა ის ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ბევრ ოჯახს უმცირდება შემოსავალი ან საერთოდ კარგავს მას და ვეღარ ფარავს გაზრდილ ხარჯს. „ევროპული საქართველო“ მთავრობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი. თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც შეიძლება მიმართული იყოს კომუნალურ ვაუჩერებზე. ვაუჩერებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე ექნება და ოჯახს მისი გამოყენება სურვილისამებრ, ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად შეეძლება კომუნალური გადასახადების დასაფარავად”, – აცხადებენ პარტიაში.