ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემას იწყებს

451

ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემას იწყებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

„აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ შემდეგ პროდუქტს: შვრიის ფანტელი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, პური, ვაშლი, ბანანი, რძე.

პროდუქტის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია.