თელავის და გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკები დროებით დაიკეტა

736

თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მდებარე ცენტრალური ბიბლიოთეკები, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დროებით დაიკეტა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

უცნობია როდის განაახლებს თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა მუშაობას. გურჯაანის ბიბლიოთეკამ კი ამ ეტაპზე 10 დღით შეწყვიტა ფუნქციონირება.

“ბიბლიოთკა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იყო, რადგან უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები ხშირად რეკავდნენ და აქ მოსვლას ითოვდნენ. დეზინფექცია ჩავატარეთ, მაგრამ უკვე საშიში და შეუძლებელი იყო მუშობა”, – განაცხადა თელავის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მაყვალა წიკლაურმა.

კახეთში,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 283 ადამიანი იმყოფება.