აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაავალა საშეღავათო პირობების შექმნას იქ არსებული ობიექტებისთვის. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“ბათუმის ბულვარს დაევალა უზრუნველყოს საშეღავათო პირობების შექმნა იქ არსებული ობიექტებისთვის, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, რომ შექმნილი სიტუაცია მძიმე ტვირთად არ დააწვეთ მათ”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.