გორში ავტობუსების მოძრაობაც შეჩერდება

432

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ავტობუსების მოძრაობის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა განცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც თავზარაშვილი ამ ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

“კომპანიებს ორი დღის წინ მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობის შეზღუდვაზე, დღეს კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მკაცრდება ზომები და შეზღუდვები. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს მივეცით რეკომენდაცია, რომ ხვალიდან, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც, დროებით შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გუშინ დილიდან კი, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა. კორონავირუსთან დაკავშირებით, მერიამ ავტობუსები ავტოსადგომზე მიიყვანა. ამას მიკროავტობუსის მძღოლების პროტესტი მოჰყვა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 43 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინში – 1292 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 262 მოქალაქე სტაციონარში გადის მკურნალობას.