„თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

619

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე, – ამის შესახებ კომპანიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების თაობაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებული იქნება.

„დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის  ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი კრონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით  აიკრძალა. მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო ემსახურება.