აფხაზეთში კორონავირუსის პრევენციისთვის, შეზღუდვები დაწესდა

609

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის პრევენციულ რამდენიმე ღონისძიებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ბრძანების მიხედვით, აფხაზეთში შემოსული პირები ვალდებულები იქნებიან 14 დღე თვითიზოლაციაში იყვენენ. საჯარო სამსახურების ხელმძღვანებლებმა სამსახურებში არ უნდა დაუშვან ადამიანები მაღალი ტემპერატურით.

სამსახურებიდან დროებით უნდა დაითხოვონ 60 წელს გადაცილებული მოსამსახურეები.

შეჩერდეს ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 30 მარტამდე.

შეჩერდეს ასევე ექსკურსიები რიწაში, ახალი ათონში, ბოტანიკურ ბაღში, მაიმუნების საშენში.

აკრძალვები შეეხება ტრადიციულ დღესაწაულებს და მომლოცველებს, რომლებიც საკულტო ნაგებობებს სტუმრობენ. აკრძალვები 7 აპრილამდე გრძელდება.