როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხელ ხაზზე შევიდა საკმაოდ ბევრი შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში....
ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 867 ათას 991 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მეოთხედ გამოცხადდა.
პირველი ტენდერის გამოცხადებამდე ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები მეხუთე და მეთორმეტეს სკოლებში გადანაწილდნენ. წინა ტენდერები ჩაიშალა ადგილობრივი მერიის განმარტებით იმის გამო, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს, მათი განცხადებით, პეტროსიანთან ერთად მომხდარზე პასუხი მკოიანმაც უნდა აგოს, რადგან დაპირისპირების დროს პირველმა მან გაისოლა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით "პატრიოტთა ალიანის" წევრი სამველ პეტროსიანი და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა სოფელ ტაძრისში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელში რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულს. შეიცვლება იატაკი, ჭერი, კედლები, ელ-გაყვანილობა და კარ-ფანჯარა. მოხდება წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელს სულ მალე ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებისთვის შესაბამისი დარბაზის არ ქონის საკითხიც...
ზუგდიდის შემოსასვლელ შვიდ სოფელში - ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი - საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ქალაქის ყველა შემოსასვლელთან ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 7 მუნიციპალიტეტის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები...
გორის შესასვლელებთან საგანგებო მდგომარების გამკაცრებული ზომების ფარგლებში სპეციალური გამშვები პუნქტები შეიქმნა. საერთო ჯამში, გორში 5 ადგილას პოლიცია და სამხედრო პირები კონტროლს უწევენ მოქალაქეების გადაადგილებას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებაა შესაძლებელი,თუმცა ამ შემთხვევაშიც ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნა შეიძლება, აქედან ორი მგზავრი უკანა სავარძელში უნდა იჯდეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა...
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, გორის მერიას განცხადებითაც მიმართეს.
"ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, განცხადებაც გვქონდა დაწერილი. დილას დავრეკეთ კიდეც მერიის სოციალურ სამსახურში და გვითხრეს რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ფინანსები არ გვაქვსო. არ მარტოხელა დედებიც არიან, სოციალურად დაუცველებიც, პენსიონერებიც და 70 -ს წელს გადაცილებული ადამიანებიც. არც ერთს არაფრის საშუალება არ გვაქვ. ერთჯერადად...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც ე.წ. ცხელების ზონას გამოყოფს, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, საავადმყოფოს განტვირთავს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით ისე, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელებით პაციენტებს.
როგორც გაბუნიამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ მათ პაციენტები უსაფრთხოდ მიიღონ.
„ჰოსპიტალური...
რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის საკვებისა და მედიკამენტების დარიგება მოხალისეთა დახმარებით გრძელდება.
რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან, თუ რუსთაველების ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით ნაყიდი პროდუქტი და მედიკამენტები, მოხალისეებს, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სახლში მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან და იმ მოქალაქეებთან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ახერხერბენ გარეთ გამოსვლას, რადგან დაავადების რისკის ჯგუფში არიან.
დახმარებას...
რუსთავში ბლოკ-საგუშაგო 4 ადგილზე მოეწყო. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
მთავარი საგუშაგო რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ავტობაზრობის მიმდებარედ გაკეთდა. საგუშაგოები ასევე მოეწყო ცემენტისა და აზოტის ქარხნების მიმდებარედ, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ხოლო მეოთხე საგუშაგო სასაფლაოების მიმდებარედ.
ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამართალდამცავები, ასევე სამხედროები.
პოლიციელები საეჭვო ავტომობილებს აჩერებენ და ამოწმებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 7...
ონლაინ-კლინიკების მოდელი კვირის ბოლომდე რეგიონებში გაფართოვდება და თბილისშიც დამატებითი ცენტრები შეიქმნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კიდევ 24 კლინიკაა მომზადებული იმისთვის, რომ პაციენტებისთვის ონლაინ-სერვისის მომსახურებაში ჩაერთონ.
„112-თან დაკავშირებული ონლაინ-კლინიკები გრიპის და ასევე კორონავირუსისთვის პირველი მარტიდან მოქმედებს თბილისში სრულად. 4 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული მთლიანად ამ პროცესში. დღეს ჩვენ უკვე ვმუშაობთ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის ექიმებს.
„პერსონალური მადლობა მინდა, გადავუხადო სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს, ეს არის ბოლნისის რაიონი. მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს ცენტრის ვებგვერდზე – რა არის შესაძლო შემთხვევა და ა.შ. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა რაც ეწერა ჩვენს ვეგვერდზე...
ონლაინ-კონსულტაციებში 100 ექიმი იქნება ჩართული და ეს რაოდენობა ორი კვირის განმავლობაში 200-მდე გაიზრდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში 1300-მდე სოფლის ექიმია ჩართული და დაახლოებით ამდენივეა ქალაქებში.
"ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცის...
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც მუშახელის ტრანსპორტირება განხორციელდება, არ უნდა იმყოფებოდეს ექვს ადამიანზე მეტი, ვაფრთხილებთ ყველას, მუშახელის სამუშაო პირობები, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებს, – განაცხადა მედიასთან შეხვედრისას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, კახეთში ხვნა-თესვის, ვენახისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში რეგულაციების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. გუბერნატორმა რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































