შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ჯარიმების გამოწერა არავის უხარია.
„მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ . არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების...
ქალაქ წნორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზეა გათვლილი, რომელიც მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მასზე 341367 ლარი დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სინფორმაციით, 31 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათი 17 ადამიანმა დაარღვია.
"ჩვენც უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ძალიან მცირე ადამიანმა დაარღვია საგანგებო რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა. სულ 17 დარღვევა დაფიქსირდა ქყვენის მასშტაბით, ჩვენ სხვა მოლოდინი გვქონდა" - უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შიდა ქართლში, ერგნეთში იმყოფებოდა.
რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მინისტრის განცხადებით ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 350 ადამიანი და 15-მდე იურიდიული...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ქუჩა იყო ამორტიზებული. შესაბამისად, მას...
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა „World Vision“ საქართველოს მხარდაჭერითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების დახმარება დაიწყო.
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა და კახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა ნანა ათუაშვილმა სოფელ ენისელში სამიზნე ოჯახები მოინახულეს, რომლებსაც სასურსათო კალათები და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.
„World Vision“ საქართველოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში პირველ...
ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც ცხრა თვის შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლებლის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის. საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით.
სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით, სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალური დისტანცია და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.
ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე...
მიუხადავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებდით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 122 606 ლარია. რეაბილიტირდება 2200 სიგრძის გზა. რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგანაც ორის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი, ხოლო დანარჩენი ოთხის - ხვალ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული.
“ამ ეტაპისთვის თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული. დარჩა ქალაქი მარნეული, ასევე ოთხი ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ, ორ დღეში პირველ ეტაპს მთლიანად დავასრულებთ. საველე ჰოსპიტალში 6...
ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში შიდა ქართლში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სტაციონარული საგუშაგოების გარდა, პოლიციის 60-მდე მობილური ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას.
„წუხანდელმა ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა, არ იყო რაიმე გართულებები. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ მოქალაქეები სრული გაგებით მოეკიდნენ მთავრობის მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს. რაც შეეხება საგუშაგოებს და ამ საგუშაგოებზე განხორციელებულ თერმოსკრინინგს,...
საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„ამ ეტაპზე ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველ რიგში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება, სპეკულაციური იქნება. დაახლოებით, 1 მილიარდ 200 მილიონის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც...
წინა სტატია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15 კი თბილისში მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ონლაინ კლინიკაში ზარი 112-ის მიერ გადამისამართდება, როდესაც მოქალაქე მას მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირატორული სიმპტომმების გამო მიმართვს.
„15 ე.წ ონლაინ კლინიკა არის თბილისში, დანარჩენი - რეგიონებში. მათ შორის, ბათუმში არის 2 ასეთი კლინიკა, ქუთაისშიც...
ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დასაწესებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი გამოთავისუფლდა.
„იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის...
ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჯერად, ავარიული სახლების გამაგრება ავლაბარსა და ნავთლუღში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ურბნისის ქუჩა N7, წერეთლის ქუჩა N12-ში, ერისთავის ქუჩა N15, გურჯაანის ქუჩა N22, გუთნის ქუჩა N14, კოშკოვანის ქუჩა N25 და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167.
„ამ დროისთვის, შვიდივე...
შემდეგი სტატია
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.
ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილებოს შეწყვეტის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. გადადგომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზიად შალამბერიძემ მერის პირველ მოადგილედ ლაშა გოგიაშვილი წარადგინა. იმერეთში მერის მოვალეობას სწორედ ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს.
რუსთავში მუნიციპალური ავტობუსები ისევ დადიან. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მათ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ქალაქის ქუჩებში მუნიციპალური ავტობუსები გადაადგილებასა და მგზავრების გადაყვანას კვლავ განაგრძობენ.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტობუსები დროებით რუსთავის მეტალურგიის ქარხანას მიაქირავა. საწარმო მას საკუთარი თანამშრომლების გადასაყვანად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































