ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 17 მოქალაქემ დააარღვია

861

შინაგან საქმეთა სამინისტრო სინფორმაციით, 31 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათი 17 ადამიანმა დაარღვია.

“ჩვენც უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ძალიან მცირე ადამიანმა დაარღვია საგანგებო რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა. სულ 17 დარღვევა დაფიქსირდა ქყვენის მასშტაბით, ჩვენ სხვა  მოლოდინი გვქონდა” – უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შიდა ქართლში, ერგნეთში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მინისტრის განცხადებით ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 350 ადამიანი და 15-მდე იურიდიული სამსახური.

უწყების ვებგვერზე კი ნათქვამია, რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა და ქვეყნის მასტაბით მოქლაქეები ინფორმირებულები იყვნენ.

“მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.