თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

1888

შემდეგი სტატია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.

ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილებოს შეწყვეტის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. გადადგომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზიად შალამბერიძემ მერის პირველ მოადგილედ ლაშა გოგიაშვილი  წარადგინა. იმერეთში მერის მოვალეობას სწორედ ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს.