ქალაქ წნორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზეა გათვლილი, რომელიც მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მასზე 341367 ლარი დაიხარჯა.