საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება თბილისის საკრებულოს მიმართოს და თბილისის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის საინვესტიციო პირობების შეცვლა ან გაუქმება მოითხოვოს. პარლამენტს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის...
იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კვლავ საყურადღებოა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ღვანკითში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტია ინფიცირებული.
ეპიდემიოლოგებმა ათამდე კონტაქტი გამოიკვლიეს და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მედიკოსები აკვირდებიან. სოფელში გრძელდება კონტაქტების კვლევა და ადგილობრივების თერმოსკრონინგი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი ...
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
"ჩემი პოზიცია ასეთია, რომ დღევანდელ სიტუციაში, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება იმიტომ, რომ, რაც უფრო მკაცრად და ზედმიწევნით დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, მით უფრო ჩქარა გავივლით პიკს და გავუშვებთ ეპიდემიას დაღმავალი გზით.
ის ნიშნავს, რომ უფრო ჩქარა...
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც აღნიშნული საკითხის გარდა, განცხადება უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარების საკითხზეც გაკეთდება.
საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო...
12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი...
წინა სტატია
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო...
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე ვირუსისგან დამცავი ფარების წარმოებას იწყებს.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება.
ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება,...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყველა კონტაქტი მოძიებულია და სოფელი მთლიანად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„თერმოსკრინინგის პირველ ეტაპზე, 105 000 ადამიანი შემოწმდა, დაწყებულია მეორე ეტაპი, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და პროცესი გრძელდება. თერმოსკრინინგი ძალიან ეფექტური პროცესია, ამიტომ თუ საჭიროა გახდა, თერმოსკრინინიგის მესამე ეტაპსაც განვახორციელებთ“, - აღნიშნა დარგალმა.
მისვე თქმით, მუნიციპალიტეტში სურსათის და მედიკამენტების მარაგის პრობლემა არ არის.
„მუნიციპალიტეტში...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიცია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულებისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24...
თელავის მუნიციპალიტეტში, აგრარულმა ბაზარმა შესაძლოა ფუნქციონირება გაანახლოს.
როგორც აგრარული ბაზრის დირექტორმა Knews-ს განუცხადა, ბაზრის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დაიწყო მოწესრიგება, რაც მათ საშუალებას მისცემთ ბაზარი უახლოეს მომავალში გაიხსნას.
,,გადაიხურება გარკვეული დახლები, ბაზრის ტერიტორიაზე გამოვიყვანთ წყალს და ამოივსება ორმოებიც. რამდენიმე დღეში შეგვამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური და თუ დავაკმაყოფილებთ უსაფრთხოების ნორმებს, მუშაობას განვაახლებთ”, – განუცხადა knews -ს მერაბ თურქოშვილმა.
თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა....
ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ბენზინგასამართი სადგურის მშნებლობის უნებართვოს დაწყებასა და წარსულში, მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისებას ედავებიან. პირველ შემთხვევას ადგილობრივი ხელისუფლება სწავლობს, მეორეს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ დრომდე არცერთს უწყებას პასუხი არ აქვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მამუკა მიქელაძე, რომლის უკანონოდ განხორციელებულ საქმიანობაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა გამოქვეყნა, სამი წლის განმავლობაში ახალციხის საკრებულოში ფრაქცია...
სოფელ ტაძრისში მერის წარმომადგენელმა, თამაზ ჩუტკერაშვილმა თანამდებობა, მას შემდეგ დატოვა, რაც “სამხრეთის კარიბჭე“ მისი სამეწარეო საქმიანობით დაინტერესდა. მეორე წელია იგი სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს. იურისტთა ნაწილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს, ნაწილში კი ეჭვს წარმომადგენლის სამსახურიდან წასვლა იწვევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გამოცემის ცნობით, თამაზ ჩუტკერაშვილი ტაძრისის თემში მერის წარმომადგენლად 2014 წელს დაინიშნა. 2019 წლიდან იგი, როგორც ინდ. მეწარმე,...
ახალციხის ბაზრის დირექტორი, ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. სეს-ში აცხადებენ, რომ დღის ბოლოს იმ ბაზრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
30 მარტიდან ახალციხის ბაზარი ნაწილობრივ მუშაობს, აკრძალულია გარევაჭრობა, დაკეტილია სექციები, ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქტების ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი.
„ოთხი დღის წინ იყვნენ სურსათის ეროცნული სააგენტოდან და იმის მერე არ შეგვხმიანებიან. ყველაფერი...
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილების საკითხზე ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტს საარჩევნო მიმართულებაზე მუშაობა არ შეუწყვეტია. შესაძლოა, ეს ახლა არ არის პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ არაერთი დისტანციური სხდომა, სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს ძირითად პარნტიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. განახლებული პაკეტი უკვე დაგზავნილი აქვთ ოპოზიციურ ფრაქციებსაც. ალბათ, ნახეთ, პარასკევს მიიღეთ...
საყოველთაო კარანტინის გამო მიცვალებულთა ხსენების დღეს გორში არსებული სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიაში განუცხადეს.
ქალაქის მერია წლების განმავლობაში მოქალაქეებს ქალაქში არსებული სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტით უფასო გადაადგილებას უზრუნველყოდა, თუმცა, პანდემის გამო წელს ეს აღარ იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად...
გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი,თეიმურაზ მანველიშვილი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, სამსახურის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. ის მერიას სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დავა მანველიშვილსა და მერიას შორის, გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
მანველიშვილმა უწყებაში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის 8 თებერვალს დატოვა. ის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, თუმცა ერთ-ერთ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































