ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით 62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობს და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ. ამჟამად კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული. კარანტინის...
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. „ეს დღე არის ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღე“, - აცხადებენ გაერთიანებაში. მათივე ცნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია 28 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს და წელსაც უერთდება მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) კამპანიას სლოგანით: "შეაჩერე პანდემია სამუშაო ადგილებზე!" „სამწუხაროა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ასობით დასაქმებული შავდება სამუშაო ადგილებზე, იძენს პროფესიულ დაავადებებსა და ხშირია...
წინა სტატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტის პროექტში, რომლის პრეზენტაციაც 27 აპრილს რეგიონის მთავრობის სხდომაზე გაიმართა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელდება. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აჭარაში ფერმერებს სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებით მომარაგებაში, 2 000 ჰექტარი მიწის დამუშავებაში, საჩითილე მეურნეობებიდან მომარაგებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგროსესხებიც გაიცემა. „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ჩვენ შევთანხმდით და უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს, რომლის საფუძველზეც აჭარაში ყველა გლეხს,...
თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 80 მილიონი ევროს მოცულობის ახალ სასესხო ვალდებულებას იღებს. ამის შეასხებ ბიზნეს მედია წერს.  მოზიდული თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემი განვითარებისთვის დაიხარჯება. კერძოდ კი 65 მილიონი ევრო ბუნებრივ აირზე (CNG) სისტემაზე მომუშავე 200 ავტობუსის შეძენაზე დაიხარჯება, 15 მილიონი ევრო კი ავტობუსების დეპოს მშენებლობაზე. შესაბამისად, შესყიდვისთვის ერთ ავტობუსზე 325,000 ევრო, ანუ 1 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა...
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებებით, პროგრამა სამწლიანი გახდა, შესაბამისად მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70 პროცენტით, ხოლო ვაზზე 50 პროცენტით განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 27 აპრილის 21:00 საათიდან 28 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც A და B კატეგორია აქვთ მინიჭებული, წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, როგორც თვითდასაქმებულები დახმარებას მიიღებენ. „დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ. „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან. „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა დედაქალაქის მერია მათ აუცილებლად შეიძენს. როგორც კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობამ სპეციალისტების მოწოდება და მოთხოვნები მაინც უნდა გაითვალისწინოს. „იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი...
თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა. „მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 628 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: https://www.moh.gov.ge/ka/news/5075/ . “სიის...
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, დღეს, სპეციალური ხსნარით, თამარ მეფის ქუჩა მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. ზუგდიდში სადეზინფექციო ხსნარით 10-მდე ქუჩა უკვე მოირეცხა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“, ა(ა)იპ „ზუგდიდასუფთავების ცენტრი “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...
შემდეგი სტატია თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ...
დღეს, 27 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოძრავი N1 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ზაურ დარგალს შევხდნენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალის წყარო სატრანსპორტო ხაზიდან აღებული ყოველდღიური თანხა იყო. მათი თქმით, მარნეულის მერმა შეხვედრაზე 10 მაისამდე მოცდა სთხოვა და უთხრა რომ, შესაძლოა, ამ რიცხვის შემდეგ გაირკვეს ზუსტი დრო. „ჩვებ მძღოლებს ვუთხარით, რომ სხვადასხვა სამუშაო ადგილების გახსნის...
"დღეს გარკვეული პროდუქციის დეფიციტია - კიტრის, კომბოსტოს და კარტოფილის ის მარაგები არ არის, რაც კომპანიებს სურთ რომ გამოიტანონ", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ისაუბრა. ასევე, თენგიზ კალანდაძე ლოგისტიკურ პრობლემას შეეხო, რომელიც მარნეულიდან სურსათის გამოტანასთან არის დაკავშირებული. "lockdown ჩვენ არ გამოგვიცხადებია არცერთ რეგიონში, ეს გაცილებით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილი პროდუქტებით დახმარებას, ნაწილი კი წალკაში, საძოვრებზე წასვლას მოითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.  ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი. როგორც მან განაცხადა, პროდუქტების დარიგება სოციალურად დაუცველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, გრძელდება. რაც შეეხება წალკაში წასვლის მსურველებს, დარგალის ინფორმაციით, ამ ადამიანებს საქონლის საძოვარზე გადაყვანის უფლება აქვთ, თუმცა ორკვირიანი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ