თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა.
„მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს და ამ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურს მოსახლეობა, სავარაუდოდ, მეტრომანებით გადაიხდის.