თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 80 მილიონი ევროს მოცულობის ახალ სასესხო ვალდებულებას იღებს. ამის შეასხებ ბიზნეს მედია წერს.
მოზიდული თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემი განვითარებისთვის დაიხარჯება. კერძოდ კი 65 მილიონი ევრო ბუნებრივ აირზე (CNG) სისტემაზე მომუშავე 200 ავტობუსის შეძენაზე დაიხარჯება, 15 მილიონი ევრო კი ავტობუსების დეპოს მშენებლობაზე.
შესაბამისად, შესყიდვისთვის ერთ ავტობუსზე 325,000 ევრო, ანუ 1 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა არის დაგეგმილი.
პროექტი თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელებაა, რომელსაც EBRD-თან ხელი 2016 წელს მოეწერა და რომლის ფარგლებშიც ბანკმა 27 მილიონი ევრო გამოყო 143 ავტობუსის შესაძენად. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თანხა ასე ნაწილდება:
1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, დაბალძირიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსების პარკის შეძენაში და ავტობუსების ახალი დეპოს მშენებლობაში.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)
ა) ტრანში 1. ახალი, 12-მეტრიანი, დაბალძირიანი CNG ავტობუსების შეძენა.
ბ) ტრანში 2. ავტობუსების დეპოს მშენებლობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2022 წლის 20 დეკემბერი.