სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგი უკვე 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. “სკრინინგი ქალაქ სიღნაღში, სოფელ ერისიმედში, ჯუგაანში მაჩხაანში, ხირსაში, ხორნაბუჯში, ბოდბისხევში, ილიაწმინდასა და ყარაღაჯში უკვე განხორციელდა, რამაც ჯამში 5000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა. ამ გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს არ დაფიქსირებია. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები სიღნაღის მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს”,...
წინა სტატია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს, 3 მაისს გაიხსნა. უწყების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ მანქანებს დეზინფექციას უტარებს, მომხმარებლებს დამცვავ საშუალებებს აძლევს, ტარდება თერმოსკრინინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა. პირველ მაისს გლდანის აგრარული...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური...
იმერეთის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იწყებენ ფუნქციონირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტში ბაზარი დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზარი უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესაბამისი სტანდარტების დაცვის პირობით, ღია ბაზრების ფუნქციონირება აღდგა. იხსნება ბაზრები, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის განახლების...
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიეწოდება თანაბრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა. „თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და...
თბილისსა და რუსთავში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები რუსთავსა და თბილისში, რაც პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, უახლოეს დღეებში, კვირის...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და მთავრობის დადგენილებაის ინიცირება მოხდება, რაც საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოიცავს. "დღეს მთავრობის ერთ-ერთი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩვენ მოვახდენთ როგორც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, ასევე მთავრობის დადგენილების ინიცირებას. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც მიღებული იქნა...
ხვალიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. „მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21...
ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება. „გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე,...
ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება. „რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი,...
4 მაისს, თბილისის ხუთი რაიონის 250-ზე მეტ ქუჩას 15 საათიდან, 5 მაისის 15 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება, - ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აქვეყნებს. როგორც GWP წერს, წყალმომარაგების შეწყვეტა 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. განცხადებაში წერია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში...
video
ორიგინალური ორმაისობა მოუწყეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს - მომღერლებმა მათ სიმღერითა და გვირილების თაიგულებით "გვირილობა" მიულოცეს. ასე გადაუხადეს მედიკოსებს მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი ამ რთულ ვითარებაში ეწევიან. მათი თქმით, სიმბოლურია, რომ მივიდნენ ტუბერკულოზის ცენტრში, რადგან საუკუნეების წინ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გროვდებოდა თანხა და ხმარდებოდა ხელმოკლე ავადმყოფებს. "XX საუკუნის დასაწყისი - ტუბერკულიოზთან...
დღეს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა" საჩუქრად ორი ძირი ზეთისხილის ხე (Olea Europaea) გადასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  „აღნიშნული ხეები დარგულია ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე, რომლის დათვალიერებასაც ვიზიტორები უახლოეს მომავალში შეძლებენ“, - აცხადებენ ბაღის ადმინისტრაციაში.
ორმაისობის ტრადიციის აღდგენის შემდეგ წელს პირველად ქალაქის დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ქალაქისა და მხარის ხელისუფლებაში ჩაშლილ გეგმებზე საუბრობენ და აღნიშნავენ,  რომ ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თანხა სოციალური მიმართულებით პროექტებში გადანაწილდება. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაძმობილებული ქალაქების დელეგაციებს მასპინძლობდა. ღონისძიებებისა და სტუმრების მომსახურებისათვის ტრადიციურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯებოდა. „გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთს“ გადასცა 4221 კვადრატული მეტრი არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ორგანიზაციას ამ ტერიტორიაზე მოხუცთა თავშესაფრის აშენება სურს. თავად ორგანიზაციის წარმომადგენელმა სოფიკო ლაგვილავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. „ეს იქნება სახლი, რომელიც ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ