ქუთაისში წელს პირველად ორმაისობის ღონისძიებები არ გაიმართება

788

ორმაისობის ტრადიციის აღდგენის შემდეგ წელს პირველად ქალაქის დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

ქალაქისა და მხარის ხელისუფლებაში ჩაშლილ გეგმებზე საუბრობენ და აღნიშნავენ,  რომ ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თანხა სოციალური მიმართულებით პროექტებში გადანაწილდება.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაძმობილებული ქალაქების დელეგაციებს მასპინძლობდა. ღონისძიებებისა და სტუმრების მომსახურებისათვის ტრადიციურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ.