წინა სტატია შემდეგი სტატია ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს, რომლის გახსნასაც 17 მაისისთვის გეგმავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. აკრძალვა ეხება ყველას ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას. ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო...
თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარია. წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოების შესრულების ვადა, წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა. შეთავაზების კლების ბიჯი 50 826 ლარი, გარანტიის ოდენობა 101 652 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. ხელშეკრულების პროექტის...
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში 632 პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში. საგრანტო კონკურსი ასევე შეეხება იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული...
ქალაქ გურჯაანში სკვერების გამწვანება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  გურჯაანის კულტურის ცენტრის დაფინანსებით, თანამშრომლებმა შენობის წინ მდებარე სკვერში ყვავილები დარგეს, ასევე მოაწყეს სარწყავი სისტემა. სამომავლოდ დაგეგმილია ნონეშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და გამწვანების სამუშაოები.
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, 15 მაისს გაიხსნება, – განუცხადა “კახეთის ხმა” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ. ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, გაწმენდილია გზის 42 კილომეტრი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. “ფაქტობრივად, გზის დაახლოებით 42 კილომეტრი უკვე გაწმინდეს. გადავიდნენ უკვე თუშეთის უღელტეხილის პერევალს. გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დასრულდება. ვფიქრობთ, რომ გზას 15 მაისს გავხსნით”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა. ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო...
ჯარიმებიდან და სანქციებიდან გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წელს 618 458 ლარი შევიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  მონაცემები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის 1-ლი კვარტლის შესრულების ანგარიშშია ასახული. დოკუმენტის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში მერია ამ მხრივ შემოსავლის სახით 2 მლნ 700 ათასი ლარის მიღებას ელოდება, იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი ჯარიმებისა და სანქციების გეგმა 340 000 ლარით იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID 19-ის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რეგიონის ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. შედეგად, ოკუპირებულ რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია. ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დეფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია. ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე,...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდება. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაიწყო მერიამ კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია კრიზისის დრო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კალაძე ამბობს, რომ „ჯერ არც თანხაა გადახდილი და არც ხელშეკრულება გაფორმებული“. „კადეტთა კორპუსის პროექტი დროებით იქნება შეჩერებული. ბევრ პროექტზე მოგვიწევს უარის თქმა, თუმცა მივყვებით თემას. იმის გათვალისწინებით, თუ საჭირო იქნება, რომ მუნიციპალიტეტს ჩამოეჭრას გარკვეული თანხები, რომ მიმართული...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)...
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ. „15 მაისიდან უნდა გააკეთონ განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შექმნილია შესაბამისი კომისია და ძალიან სწრაფად მოხდება შევსებული დოკუმენტაციის გადამოწმება. როგორც ლიცენზიის მქონე A და B კატეგორიის ტაქის მძღოლები,ისე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაწესდა“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,...
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარს გადასცემს. ლანჩხუთის მერიის ცნობით, სულ ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის ოთხი მონაწილე ცხოვრობს, ამდენად, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტი 1200 ლარს გაიღებს. წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღიდან 75 წელი სრულდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, მშენებარე ობიექტებზე სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები. გამოკრულია საინფორმაციო ბროშურები და ბანერები. ამჟამად, მიმდინარეობს სოფელ შემოქმედის ეკლესიისკენ მიმავალი 616 მ. სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 592 210 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „გზამშენი 18“ ახორციელებს. ამასთან, სრულდება 4 996 მ. სიგრძის სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის...
ქუთაისში 7 მაისის 05:00 საათიდან - 20:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. შეზღუდვები იმოქმედებს ნიკეას, რ. თაბუკაშვილის, სულხან-საბას, ნ. ლომოურის, ი. ოცხელის, კ. გამსახურდიას, ს. ხუნდაძის, შ. დადიანის, ტ. შევჩენკოს, გ. მაისურაძის, ს. თოფურიას, ს. ზაქარიაძის, ფ. კაკაურიძის, ს. თოფურიას ქუჩებზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვა ტექნიკური სამუშაოების მიზეზითაა განპირობებული.
ორშაბათიდან ბათუმის აგრარული ბაზრის შენობის პირველ სართულზე ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნება. ტერიტორიაზე ამ  ეტაპზე სადეზინფექციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ბაზრის დირექტორი აცხადებს, რომ სექციები სოციალური დისტანციის დაცვით განთავსდება და დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით. პარალელურად ბაზრების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. აჭარაში უწყების ინფორმაციით, დარღვევის ფაქტი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მომხმარებლები პროდუქტების შეძენას დღეიდან ქვეყნის...
ქედაში, სოფელ ზესოფლის მოსახლეობა ორი კვირაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სახნავი ტრაქტორით მიწის დამუშავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო საგაზაფხულო სამუშაოები დაგვიანდა, რაც მოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება. მათი თქმით, გაუფუჭდათ თამბაქოს ჩითილებიც. ზესოფლის მოსახლეობამ ამ მოთხოვნით სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა, დაპირების მიუხედავად პროგრამით ვერ ისარგებლეს. სამინისტროში ამბობენ, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში ოთხი ტრაქტორი თემების მიხედვითაა...
აბაშაში მიუსაფარი ძაღლებისთვის 20 სახლი დაამზადეს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ლარი გამოიყო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.  10 სახლი სოფლებში წყემსა და ქოლობანში, მთავარ მაგისტრალთან ახლოს უკვე დადგეს, ხოლო მეორე ამდენს, სხვადასხვა ადგილზე უახლოეს დღეებში განათავსებენ. მერიაში ამბობენ, რომ ინიციატივა საკრებულოს წევრს ირაკლი ჭანტურიას და მერს ლევან მაკალათიას ეკუთვნით. “უპატრონო მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი პირობების სახლები დაიდგა და ამისთვის მადლობა ყველა იმ ადამიანს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ