გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და სანქციებიდან მიმდინარე წელს 618 458 ლარი შევიდა

668

ჯარიმებიდან და სანქციებიდან გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წელს 618 458 ლარი შევიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

მონაცემები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის 1-ლი კვარტლის შესრულების ანგარიშშია ასახული. დოკუმენტის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში მერია ამ მხრივ შემოსავლის სახით 2 მლნ 700 ათასი ლარის მიღებას ელოდება, იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი ჯარიმებისა და სანქციების გეგმა 340 000 ლარით იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის გეგმას არსებულმა ფაქტმა 80%-ით გადააჭარბა.

წარმოდგენილი სანქციები ძირითადად მოიცავს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის, პარკირების ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით გამოვლენილ ფაქტებს.