ლანჩხუთის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარს გადასცემს

543

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარს გადასცემს.

ლანჩხუთის მერიის ცნობით, სულ ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის ოთხი მონაწილე ცხოვრობს, ამდენად, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტი 1200 ლარს გაიღებს.

წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღიდან 75 წელი სრულდება.