ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

461

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, მშენებარე ობიექტებზე სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები. გამოკრულია საინფორმაციო ბროშურები და ბანერები.

ამჟამად, მიმდინარეობს სოფელ შემოქმედის ეკლესიისკენ მიმავალი 616 მ. სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 592 210 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „გზამშენი 18“ ახორციელებს.

ამასთან, სრულდება 4 996 მ. სიგრძის სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 596 996 ლარია. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.

ასევე, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩისა და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი 821 მ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის შემსრულებელია შპს „გზამშენი 18.“ სამუშაოების ღირებულება 1 004 017 ლარს შეადგენს.