აბაშაში მიუსაფარ ცხოველებს სახლები დაუდგეს

1877

აბაშაში მიუსაფარი ძაღლებისთვის 20 სახლი დაამზადეს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ლარი გამოიყო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. 

10 სახლი სოფლებში წყემსა და ქოლობანში, მთავარ მაგისტრალთან ახლოს უკვე დადგეს, ხოლო მეორე ამდენს, სხვადასხვა ადგილზე უახლოეს დღეებში განათავსებენ. მერიაში ამბობენ, რომ ინიციატივა საკრებულოს წევრს ირაკლი ჭანტურიას და მერს ლევან მაკალათიას ეკუთვნით.

“უპატრონო მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი პირობების სახლები დაიდგა და ამისთვის მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილიც არის. დღეს მოვინახულე სახლები და ძალიან გახარებული ვარ”, – ამბობს დეპუტატი ირაკლი ჭანტურია.

მერიაში ამბობენ, რომ პროექტი საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.