გურჯაანში სკვერების გამწვანება დაიწყო

670

ქალაქ გურჯაანში სკვერების გამწვანება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გურჯაანის კულტურის ცენტრის დაფინანსებით, თანამშრომლებმა შენობის წინ მდებარე სკვერში ყვავილები დარგეს, ასევე მოაწყეს სარწყავი სისტემა.

სამომავლოდ დაგეგმილია ნონეშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და გამწვანების სამუშაოები.