წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება.
მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
პრემიერის განმარტებით, ეს არ ეხება მოლებს, არ ეხება ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს.
„მოგეხსენებათ, 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა ეკონომიკის გახსნის, მაშინვე ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგმარებოიდან გამომდინარე,...
„სოციალ-დემოკრატების“ შეფასებით, დედაქალაქის მერიის მხრიდან აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკის დაწყება მიმდინარე კრიზისის ეფექტიან პასუხად არ შეიძლება ჩაითვალოს. პარტიაში აცხადებენ, რომ პრივატიზაციის ძირითადი ლოგიკა მდგომარეობს არა საბიუჯეტო სახსრების შევსებაში, არამედ საპრივატიზაციო ობიექტების ეფექტურ ამოქმედებაში. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრივატიზაციის მოკლევადიან ეფექტს სამომავლოდ ექნება საზოგადოებაზე უფრო ნეგატიური გავლენა.
„როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერია აპირებს აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკის დაწყებას შემცირებული შემოსავლების კომპენსაციისა და...
საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, რომელზეც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას წარადგენენ.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში....
შემდეგი სტატია
11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. ამის შესახებ პრემიერმინისტმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარადგინოს.
ამასთან, გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქების გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა...
პანდემიის პირობებში, გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარებისმ მიმღები მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აპრილის თვის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში დახმარებას 19 553 მოქალაქე იღებს, აქედან უშუალოდ გორში 3 242, ხოლო მუნიციპალიტეტში 16 311 .
შედარებისთვის, პანდემიის დაწყებამდე, კერძოდ, თებერვლის თვეში, დახმარებას გორში 3 048 , ხოლოდ მუნიციპალიტეტში 15 391მოქალაქე იღებდა.
ამ პერიოდში, დახმარების მიმღებთა რაოდენობა 1 114-თ გაიზარდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების...
გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 122 396 ლარი დახარჯა. ამის შესახებ, მონაცემები მერიის ბიუჯეტის კვარტალურ შესრულებაშია ასახული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მთელი წლის განმავლობაში მერიას ამ მიმართულებით 466 341 ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი. აქედან გასული 4 თვის განმავლობაში 159 376 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა, როგორც წარმოდგენილ დოკუმენტში წერია, გასული 4 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ამისთვის 36...
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში მივიდა და მათ საკვები პროდუქტები მიუტანა. წულაია ამბობს, რომ ოჯახის მარჩენალი 5 შვილის მამა თვითდასაქმებული იყო და მუშად მუშაობდა, რისი საშუალებითაც ოჯახში ყოველდღიურად შეჰქონდა თანხა. პანდემიის ფონზე კი უმუშევარი დარჩა და გაურკვეველია, როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ თვითდასაქმებული იყო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, როდესაც ბიუჯეტში გაქვს თანხები...
ქუთაისის მერია აგრძელებს სოციალურ პროგრამას “მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერა”, პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციად წელსაც „მეწარმე ქალთა ფონდი“ შეირჩა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, „მეწარმე ქალთა ფონდი“ მონაწილეობას მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების განაცხადების შერჩევაში, შემდეგ ეტაპზე კი მათ დაეხმარება ბიზნესის წამოწყებაში ან გაფართოებაში.
„ორგანიზაცია, რომელიც წელს შევარჩიეთ ჩვენს პარტნიორად აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმებს - მას აქვს გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა....
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა) მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.
განცხადებაშია ინფორმაციაშია აღნიშნული, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აფბა-ს შეფასებით, გაუგებარია ასევე, რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპით უნდა...
ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა გუშინ ბოლნისსა და მარნეულში მასშტაბური კვლევები ჩაატარეს, მარნეულში 303 საკვლევი მასალა აიღეს, ბოლნისში - 35 და მათგან ახალი კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
"გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგების ძალიან მასშტაბური ბრიგადები იყვნენ და მოცულობითი სამუშაო ჩატარდა....
კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში, აჭარაში, როგორც სახელმწიფო პროექტები, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი იტყობინება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულდებულია საძირკვლის მოწყობა.
მთავრობა დეველოპერულ კომპანიებს, დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე...
კორონავირუსის პანდემიის პირობებშივე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სამ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჯამში 25 მიმართულებით უნდა მოხდეს გზების აღდგენა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე სამუშაო პროცესს დღეს ქედის მუნიციპალიტეტში გაეცნო. სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქედის მერმაც დაათვალიერა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21...
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პარამეტრები. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
IMF-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის პირვანდელ გეგმასთან შედარებით 1.45 მილიარდი ლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელოდება. ჯამურად, გადასახადების პროგნოზი ამჟამად 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან...
ზაფხულამდე რამდენიმე კვირა რჩება და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ფერმერები იალაღებზე წასასვლელად ემზადებიან, მათი ნაწილი საგაზაფხულო საძოვრებზე უკვე გაემგზავრა, ოღონდ საკუთარი ძალებით. წელს პრობლემა, სავარაუდოდ, უფასო ტრანსპორტით გადაადგილება იქნება, რადგან მუნიციპალიტეტებს შესაბამისი პროცედურები ჯერ არ დაუწყიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის მაუწყებლის ცნობით, შესაბამისად, ტრანსპორტის გარეშე მოიალაღეთა დიდი ნაწილი დარჩება.
მთაში დამზადებული რძის ნაწარმი, ახლა ქვეყნისტვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელისუფლება სწორედ...
გორში, მეორე აგრარული ბაზარი (გეორგია 21-ე), შემოწმების დროს, დაიწუნეს, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სველი წერტილების მდგომარეობა არ მოეწონათ და 5 მაისს გახსნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ბაზრის დირექტორმა, ნუგზარ აწკარუნაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისი თქმით, კომისიის მხრიდან ასეთ დასკვნას არ ელოდა, თუმცა უახლოეს დღეებში ამ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს:
"იყო მოსული კომისია და არ მოგვცა გახსნის უფლება, რადგან სველ წერტილებთან...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































