ზაფხულამდე რამდენიმე კვირა რჩება და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ფერმერები იალაღებზე წასასვლელად ემზადებიან, მათი ნაწილი საგაზაფხულო საძოვრებზე უკვე გაემგზავრა, ოღონდ საკუთარი ძალებით. წელს პრობლემა, სავარაუდოდ, უფასო ტრანსპორტით გადაადგილება იქნება, რადგან მუნიციპალიტეტებს შესაბამისი პროცედურები ჯერ არ დაუწყიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის მაუწყებლის ცნობით, შესაბამისად, ტრანსპორტის გარეშე მოიალაღეთა დიდი ნაწილი დარჩება.
მთაში დამზადებული რძის ნაწარმი, ახლა ქვეყნისტვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელისუფლება სწორედ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს.