გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 122 396 ლარი დახარჯა. ამის შესახებ, მონაცემები მერიის ბიუჯეტის კვარტალურ შესრულებაშია ასახული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მთელი წლის განმავლობაში მერიას ამ მიმართულებით 466 341 ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი. აქედან გასული 4 თვის განმავლობაში 159 376 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა, როგორც წარმოდგენილ დოკუმენტში წერია, გასული 4 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ამისთვის 36 980 ლარით ნაკლები დახარჯა.
გარდა ამისა, ცალკე მუხლია განსაზღვრული სასამართლოების მიერ დაკისრებული და მომსახურების გაწევის სააღმსრულებლო ხარჯისთვის.
გასულ ოთხ თვეში ამისთვის 16 331 ლარი დახარჯა. მთელი წლის განმავლობაში კი 42 081 ლარია გათვალისწინებული.