წინა სტატია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას თქმით, დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სულ ოკუპირებულ რეგიონში კარანტინში 244 ადამიანია, რაიონულ საავადმყოფოებში კი - 56 პაციენტია მოთავსებული. ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6...
მარტვილის მერიის ინფორმაციით, ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი ხორციელდება, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, ყველა ავტომობილს დეზინფექცია უტარდება. სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული. მარტვილის აგრარულ ბაზარში, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე განხორცილდება დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ აგრარულ ბაზარში. აღნიშნულ ბაზრები ფუნქციონირებას განახორციელებენ რეკომენდაციების დაცვით. 2020 წლის...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოში დღეს სხდომა ჩაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით ჩანიშნულ სხდომაზე  მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ. ოპოზიციამ საკრებულოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის განხილვა შესთავაზა და სხდომის მოწვევაც ამიტომ მოითხოვა, თუმცა ქვორუმი არ შედგა. „დღეს საბოლოოდ დაიცალნენ პასუხისმგებლობისგანაც, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა, მობრძანებულიყვნენ და საჯაროდ ესაუბრათ, ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, აპირებენ თუ არა მათთვის რამე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას, შეღავათებს მათი კომპეტენციის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან...
სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს. სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფლის...
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის, არჩევის შემდეგ მისი ძმა და რძალი ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის, არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო. ამის შესახებ კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. კვლევაში ნათქვამია, რომ 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740...
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ქუთაისის მერიის ცნობით, ქუთაისის N1, N2 და N3 მუსიკალურ სკოლებს წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, დამონტაჟდება განათების და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები. „როგორც კი განახლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, მაშინვე დავიწყეთ ქუთაისის სახელოვნებო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამი მუსიკალური სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება და მალე ქალაქს თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი მუსიკალური სკოლები...
წინა სტატია დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად. ირაკლი ხმალაძის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით გასხვისდა, 4 ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. „იპოდრომის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,...
11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი...
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში მსგავსი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 18 ხიდზე და 4 გვირაბზე მიმდინარეობს. „პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას,...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ამ წუთებში ბლოკ-პოსტების სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებს ობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, ქობულეთში მოძრაობა უკვე აღდგენილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გვარას ბლოკ-პოსტზე ვიმყოფები, უკვე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეიდან შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულს ეხება. ეს გადაწყვეტილება იმ...
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, საქართველოს სოფლის დასახმარებლად საგრანტო პროგრამას იწყებს. 9 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამის მიზანი სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარება, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებაა. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ამ ბმულზე შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთისა და ავსტრიის მთავრობებთან ერთად, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების...
გიდები დაუღალავად შრომობენ და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სფერო ბოლომდე აღრიცხული არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ სფეროში დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები, რაც თავად გიდების მოთხოვნაც არის. „საბედნიეროდ, ამ სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული და ორგანიზებული პროფესიული ასოციაციები, გიდების ასოციაციები, რომლებთანაც ახლა დავიწყეთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ანტიკრიზისული გეგმის მომზადების პერიოდში. გუშინაც...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საიმედო პროგნოზია, რომ ზღვის წყალი ვირუსის გადამტანი არაა. მისი განცხადებით, სანაპიროებზე სოციალური დისტანციის დაცვას "რბილ ზედამხედველობას" გაუწევენ. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები, ასევე, ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შეეცდებიან ამის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ