სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე მონაკვეთზე ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება.
მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ასევე უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5...
თელავში 6 ვეტერინარისგან შედგარმა ჯგუფმა ცხოველების უფასო სტერილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო სპეციალური სივრცე, სადაც ვეტერინარებს ამ ოპერაციის ჩატარება წყნარ და მშვიდ გარემოში შეეძლებათ. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
“კახეთში უამრავი ძაღლია, ხალხი ითხოვს დახმარებას, მაგრამ იმის გაანალიზება ავიწყდებათ, რომ ადრესატი თვითონაც უნდა გაისარჯოს და შეძლოს ცხოველის მოყვანა უფასოდ და ლამის კარზე მოსვლით დახმარების მისაღებად. ძალიან...
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 10 მაისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, რეგიონულ ცენტრებში აგრარული ბაზრები უკვე ფუნქციონირებენ.
"ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და...
გურჯაანში ბაზრისა და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სასმახურმა მათ გაფრთხილება მისცა და პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობას ვაჭრობის უფლება მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინ და სოფლებში, გზის პირებზე აქვთ, ქალაქში კი გარევაჭრობა აკრძალულია.
გამყიდველები მერიას სთხოვენ, რომ სანამ ბაზარი გაიხსნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის უფლება მისცენ.
კომპანია "პრახოდკას ფილიალი", რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს გზის გაკეთებას აპირებდა, ტენდერიდან მოხსნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 6 მაისს მიიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ კასპის მერის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნია და რუსული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
რუსული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კასპის მერიამ მას დისკვალიფიკაცია უსაფუძვლოდ მიანიჭა.
"რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო -...
მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი...
დმანისის მუნიციპალიტეტში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება გააახლა. ამის შესახებ tv4-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
აგრარული ბაზარი მას შემდეგ გაიხსნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყო.
აგრარული ბაზარი ქვემო ქართლის შემდეგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს: რუსთავი, მარნეული, გარდაბანი და დმანისი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 90...
წინა სტატია
EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ 2020 წლის 26 მარტსა და 8 მაისს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები ენზელ მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული არაერთი ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევას,...
ქვიშა-ღორღის ქურდობაში ადანაშაულებს მაჭახლის ხეობის მოსახლეობის ნაწილი კომპანიას, რომელსაც ტერიტორიიდან დასაწყობებული ინერტული მასალა გააქვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ქვიშა-ღორღს ტენდერით მოგებული ადგილის ნაცვლად მდინარიდან იღებენ, რაც მის კალაპოტს აზიანებს, მაჭახელამ მიმართულება შეიცვალა, რითაც საფრთხე შეექმნა მათ საკარმიდამო ნაკვეთებს და საქონელს, რომელსაც საძოვრად ნაპირის მეორე მხარეს უშვებდნენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ მსგავსი სამუშაოები ტურიზმის განვითარებასაც შეუშლის ხელს. დასაწყობებული ინერტული...
რუსთავის მერიამ ადგილობრივი მეწარმეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლა
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერიამ ადგილობრივი მეწარმეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლა.
„მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”, - განაცხადა რუსთავის მერმა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, 3 თვის მანძილზე,...
2010 წელს 10 დღის განმავლობაში დაახლოებით ასმა მესაკუთრემ მიატოვა საკუთრების უფლება ბახმაროში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. იმ დროისათვის სიხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ჩოხატაურის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელსაც ედავებოდნენ პოლიციის მაღლაჩინოსნებისათვის უკანონოდ, კურორტზე რეკრეციულ ზოლში არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმ დროისათვის პოლიციასა და გარმოესდაცვის ინსპექციას ბევრი არ უფიქრია...
ქუთაისში კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის 19 საერთო ეზოში მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების დაგება.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
„ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უკვე შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა....
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიის წარმოდგენილი დოკუმენტაციით, "ქართული ოცნება" მერის წარმომადგენლებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადაჯგუფებას და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაზრდაზე მუშაობს.
მისივე თქმით, კანონმდებლობით მხოლოდ 31 ადამიანის აყვანაა დაშვებული, თუმცა, საჯარო სამსახურის ბიურომ 15 აპრილს გამონაკლისი დაუშვა და ეს რაოდენობა ქუთაისში 89 თანამშრომლით...
ჩოხატაურის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, თუმცა, ამ სასიხარულო ფაქტის მიუხედავად მოქალაქეები ბაზრის შესასველთან შექმნილი მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ბაზრამდე მისვლა აუტალახებლად შეუძლებელია.
გავლა ჭირს. ტალახში ჩაეფლობი. ჩოხატაურის საშველი არასდროს იქნება, პატრონი არც ყოლია და არც ეყოლებაო, - უკმაყოფილებას გამოხატავენ ჩოხატაურელები.
ჩოხატაურის მუნიციალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა, ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერება პანდემიით...
ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.
კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".
"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების"...
წინა სტატია
კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისის "ტორპედოს" ინვესტორისათვის გადაცემის პროცესი შეფერხდა. ამ დრომდე გუნდი კვლავ მერიის მფლობელობაში რჩება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"ტორპედოს" დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება საკითხის გადაწყვეტა. მისივე თქმით, ამ დრომდე კლუბს წვრთნები არ განუახლებია.
"ჯერჯერობით ვარჯიში არ არის დაწყებული, არც ის ვიცით, თუ რა ფორმატით ჩატარდება ჩემპიონატი, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ფეხბურთელების შეკრება ვერ მოხდება.
კორონავირუსის პანდენიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































