რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერიამ ადგილობრივი მეწარმეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლა.
„მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, 3 თვის მანძილზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ჯამში, დაახლოებით 200 000 ლარამდე უნდა გადაეხადათ.