აჭარაში მდინარე მაჭახლიდან ინერტული მასალა ისევ გააქვთ

51

ქვიშა-ღორღის ქურდობაში ადანაშაულებს მაჭახლის ხეობის  მოსახლეობის ნაწილი კომპანიას, რომელსაც  ტერიტორიიდან დასაწყობებული ინერტული მასალა გააქვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ქვიშა-ღორღს ტენდერით მოგებული ადგილის ნაცვლად მდინარიდან იღებენ, რაც მის კალაპოტს აზიანებს, მაჭახელამ  მიმართულება შეიცვალა, რითაც საფრთხე შეექმნა მათ საკარმიდამო ნაკვეთებს და საქონელს, რომელსაც საძოვრად ნაპირის მეორე მხარეს უშვებდნენ.

მოსახლეობა შიშობს, რომ მსგავსი სამუშაოები ტურიზმის განვითარებასაც  შეუშლის ხელს.     დასაწყობებული ინერტული მასალა მდინარე მაჭახლის მიმდებარე ტერიტორიიდან შპს “ბეემერს“ გააქვს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ფოლადმა“ დაიქირავა.

შპს-ს დირექტორი ადასტურებს, რომ იყო  გადაცდომა, ოპერატორს კოორდინატები შეეშალა, რის გამოც დაჯარიმდნენ კიდეც.