თელავში 6 ვეტერინარისგან შედგარმა ჯგუფმა ცხოველების უფასო სტერილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო სპეციალური სივრცე, სადაც ვეტერინარებს ამ ოპერაციის ჩატარება წყნარ და მშვიდ გარემოში შეეძლებათ. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
“კახეთში უამრავი ძაღლია, ხალხი ითხოვს დახმარებას, მაგრამ იმის გაანალიზება ავიწყდებათ, რომ ადრესატი თვითონაც უნდა გაისარჯოს და შეძლოს ცხოველის მოყვანა უფასოდ და ლამის კარზე მოსვლით დახმარების მისაღებად. ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ, რადგან თბილისდან ჩამოვედით 6 ადამიანი, ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა, შეძლებისდაგვარად შევეცდებით დროში ჩვეტიოთ და ჩაწერილ ცხოველებს შესაბამისი პროცედურა ჩავუტაროთ”, – განუცხადა knews-ს ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა.