გურჯაანში გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს

756

გურჯაანში ბაზრისა და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სასმახურმა მათ გაფრთხილება მისცა და პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობას ვაჭრობის უფლება მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინ და სოფლებში, გზის პირებზე აქვთ, ქალაქში კი გარევაჭრობა აკრძალულია.

გამყიდველები მერიას სთხოვენ, რომ სანამ ბაზარი გაიხსნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის უფლება მისცენ.