გიგა შუშანია: ქუთაისის მერია პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

561

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიის წარმოდგენილი დოკუმენტაციით, “ქართული ოცნება” მერის წარმომადგენლებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადაჯგუფებას და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაზრდაზე მუშაობს.

მისივე თქმით, კანონმდებლობით მხოლოდ 31 ადამიანის აყვანაა დაშვებული, თუმცა, საჯარო სამსახურის ბიურომ 15 აპრილს გამონაკლისი დაუშვა და ეს რაოდენობა ქუთაისში 89 თანამშრომლით გაიზრდება.

“ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის მერია ქუთაისელთა ინტერესების დაცვით იყოს დაკავებული და პანდემიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდეს, დღეს ეს ადამიანები, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელი იწვევს საკრებულოს სხდომას და ისინი პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ცხადია, ისინი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან”, – ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 6 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. საკრებულოს დეპუტატებს უკვე გადაეგზავნათ რიგგარეშე სხდომის განსახილველი საკითხები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან სამი საშტატო ერთეულის გაზრდას ეხება.

ქუთაისის მერიაში შუშანიას ბრალდებას არ პასუხობენ.