,,ჩოხატაურის საშველი არ იქნება” – როდის მოწესრიგდება აგრაგულ ბაზართან მისასვლელი

740

ჩოხატაურის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, თუმცა, ამ სასიხარულო ფაქტის მიუხედავად მოქალაქეები ბაზრის შესასველთან შექმნილი მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. 

შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ბაზრამდე მისვლა აუტალახებლად შეუძლებელია.

გავლა ჭირს. ტალახში ჩაეფლობი. ჩოხატაურის საშველი არასდროს იქნება, პატრონი არც ყოლია და არც ეყოლებაო, – უკმაყოფილებას გამოხატავენ ჩოხატაურელები.

ჩოხატაურის მუნიციალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა, ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერება პანდემიით შექმნილმა მგომარეობამ გამოიწვია და ჩოხატაურის ბაზრის მიმდებარედ სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება.

„პანდემიის გამო შეწყდა სამუშაოები. მთავრობასთან არსებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ  იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდა და კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციების დაცვით მუშაობის გაგრძელების საშუალება, რადგან კომპანიებს გაუცდათ დრო, გადაუვადდათ სამუშაოების დასრულების ვადა.

ჩოხატაურში მალე დასრულდება ბაზრის მოედნის მოასფალტება.

ასევე მიეცემათ ბაზრის წინ მდებარე კერძო მესაკუთრეებს მითითება, რომ მოაწესრიგონ თავიანთი მაღაზიების ვიზუალური მხარე.

შესასვლელთან ცხაურები ბაზრის მოედნის პროექტის ნაწილია და რა თქმა უნდა მოწესრიგდება“,- თქვა ირაკლი კუჭავამ.