საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია.
„სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. მათი შესრულების და...
რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა...
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება.
თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 081 კვ.მ ფართობზე სრულდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ამ ეტაპზე, სკვერის ფილებითა და ბორდიურით მოპირკეთება მიმდინარეობს.
მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე კი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ...
თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.
მიღებული განაცხადები დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს...
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 123 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევა გახდა.
პოლიცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, სოფელ გეტადან ინფიცირებული პაციენტები უკვე გადაყვანილი არიან. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ მუშევანსა და გეტაში მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს.
„მუშევანში მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს, ამიტომ ვრცელდება იქ ვირუსი. იგივე მდგომარეობაა გეტაში. სხვა დასახლებულ პუნქტში ვირუსის გავრცელება ყველგან შეჩერებულია. სოფელ მუშევანაა და გეტაში გუშინ 131 აღებული ნიმუშიდან 17 ახალი შემთხვევა გვაქვს. 8 სოფელ გეტადან 9 მუშევანში. სოფელ გეტადან ინფიცირებული მოსახლეობა გაყვანილია, ამჟამად მედიკოსები სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულის...
ავტორი: ირაკლი პაპავა
(ა)იპ "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი
საქართველოს ორგანული კანონი - "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას განმარტავს, როგორც "საქართველოს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები" (იხ. მუხ. 2, პუნ. 1). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განმახორციელებელი უმთავრესი ინსტიტუციისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ნების...
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას ქვეყნის ოთხ რეგიონში ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ეს რეგიონებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.
„ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს). დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი. ტყის ეროვნულ...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოები განახლდა. პროექტი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება, გარდამავალია და საერთო ჯამში სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მიმდემი“ ახორციელებს. ამჟამად სამუშაოები ჩიხლაძეების უბანში მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოადგილე მანუჩარ...
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
აქვე განვმარტავთ, რომ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა.
სოფელ როხში ე.წ. შემოვლითი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1,800/მ. გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯეო როუდ ინვესტი” ასრულებს. რომლის ღირებულება 735,675 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ როხის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის...
ნაძალადევის რაიონს კიდევ 10 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა.
თითოეულ მისამართზე კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა:
გურამიშვილის გამზირი N12ა, N5 კორპუსის მიმდებარედ;
ქვიშხეთის ქუჩა „ა“ კორპუსთან;
არბოს ქუჩა „ა“ კორპუსის მიმდებარედ;
ვარდისუბნის ქუჩა N6-ში;
გარეჯის ქუჩა N40-თან არსებულ სკვერში;
ზღვის უბნის მე-3 მ.რ. მე-4 კვ. N64-65 კორპუსებთან;
ზღვის უბანი მე-3 მ.რ. მე-5 კვ. N14 კორპუსის მიმდებრედ;
ზღვის უბნის მე-9 კვ. N16-17 კორპუსებთან;
ზღვის უბნის მე-4 კვ. N8...
სამტრედიაში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რესპუბლიკის პირველ ჩიხშიც.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.
დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.
„სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროეტის ფარგლებში, ასევე 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი...
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის ბადრი გასპაროვის ინფორმაციით, მუზეუმი სავარაუდოდ, 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"მუზეუმ-ნაკრძალის გახსნას 15 ივნისიდან ვვარაუდობთ, როგორც ეს ითქვა პრემიერმინისტრის მხრიდან, თუმცა, როგორც ვხედავთ გარკვეული პროცესები დაჩქარებულია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასე, რომ შესაძლებელია უფრო ადრეც შევძლოთ ვიზიტორების მიღება, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა" , - განმარტა ბადრი გასპაროვმა.
როგორც ცნობილია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































