სამტრედიაში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რესპუბლიკის პირველ ჩიხშიც.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.
დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.