ნაძალადევის რაიონში კიდევ 10 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

1186

ნაძალადევის რაიონს კიდევ 10 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა.

თითოეულ მისამართზე კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა:
გურამიშვილის გამზირი N12ა, N5 კორპუსის მიმდებარედ;
ქვიშხეთის ქუჩა „ა“ კორპუსთან;
არბოს ქუჩა „ა“ კორპუსის მიმდებარედ;
ვარდისუბნის ქუჩა N6-ში;
გარეჯის ქუჩა N40-თან არსებულ სკვერში;
ზღვის უბნის მე-3 მ.რ. მე-4 კვ. N64-65 კორპუსებთან;
ზღვის უბანი მე-3 მ.რ. მე-5 კვ. N14 კორპუსის მიმდებრედ;
ზღვის უბნის მე-9 კვ. N16-17 კორპუსებთან;
ზღვის უბნის მე-4 კვ. N8 კორპუსის მიმდებარედ;
ზღვის უბნის მე-10ბ კვ. N6 კორპუსთან.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 173 494 ლარი დახარჯა.