ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ჯდომის შეზღუდვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აღნიშნული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით გარკვეული შეზღუდვები კვლავ იარსებებს.
„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას. რადგან ვაკვირდებით, თითოეული შეზღუდვის მოხსნა რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად...
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მერიის, ზემო ქვალონში 4.4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ხოლო შუა ხორგაში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს.
“ბაღის მოწყობაზე 400 ათასი, ხოლო გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი – 625 000) დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე ქსელის მოწყობაც.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ნაწრეტში 1 118 მეტრის ასფალტირებისა და სანაიაღვრე ქსელების მოწყობისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 775 317 ლარი დაიხარჯება.
“სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ასრულებს. სოფელ ნაწრეტში მოუწესრიგებელი შიდა გზები მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ”,- აღნიშნული...
ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტის ცნობით, რკინა/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა სამ ლოკაციაზე განხორციელდება და შპს ,,ტრანს სამეული ჯორჯია”, ჯამურად, 18 721 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.
“ამჟამად, საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობას დასაქმებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბუგეულსა და კვაცხუთში წყალსადენების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 313 795 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, წყალი შეუფერხებლად მიეწოდება აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შემდეგი სტატია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება და მიენიჭა დაბის სტატუსი.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფორასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, გომისმთის განვითარებით საქართველოს კიდევ ერთი უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული კურორტი შეემატება.
„გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის...
წინა სტატია
მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს მოხდება. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.
კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური...
წინა სტატია
პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სასმახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, რომ ეს დახმარება მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.
“გეგმის მიხედვით, ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და...
"პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის (გიგი უგულავას) გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის", - „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობა ღია წერილით მიმართავს ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და...
მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავალი შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით...
ქუთაისში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა განაახლა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შპს „ჯი არ სის“ და შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტს“, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
"კომპანიებმა, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით შეუჩერდათ, მუშაობის განახლება მხოლოდ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების გავლის შემდეგ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2020 წლის 21 მაისის 06:00 საათიდან 2 კვირის განმავლობაში.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო...
წინა სტატია
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტ-კოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტიანად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე, სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება...
ნაძალადევის რაიონში, ამ ეტაპზე, 4 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ბ და N39ვ-ში ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად შეიცვალა. 670 გრძივი მეტრი ახალი მილები მოეწყო და 14 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების დაზიანებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. კონკრეტულად ამ პროექტით ორი კორპუსის მოსახლეობას,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა. გეგმის განხილვა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის მოეწყო.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა...
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი დიღმის ჭალებისა, თემქის ხევისა და ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის თანხებს გამოყოფს.
მაია ბითაძის განცხადებით, თემქის ხევის და დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტები არსებობს და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
„დიღმის ჭალები, რომელიც 7 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, მისი რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად გვაქვს, ისევე როგორც თემქის ხევის პროექტი, რომელიც 23 ჰექტარზე მდებარეობს. ერთადერთი რაც შეიცვალა, არის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































