ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ჯდომის შეზღუდვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აღნიშნული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით გარკვეული შეზღუდვები კვლავ იარსებებს.
„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას. რადგან ვაკვირდებით, თითოეული შეზღუდვის მოხსნა რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს. თქვენ ხედავთ, რომ ის პირვანდელი გეგმა, რაც ორ თვეზე მეტ პერიოდზე იყო გაწერილი ახლა არის დაჩქარებული. ესეც ხდება ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“, – აღნიშნა თურნავამ.