შუახევის სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

591

ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო  ღონისძიებები მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის ცნობით, რკინა/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა სამ ლოკაციაზე განხორციელდება და შპს ,,ტრანს სამეული ჯორჯია”,  ჯამურად, 18 721 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.

“ამჟამად, საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობას დასაქმებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.