ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მერიის, ზემო ქვალონში 4.4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ხოლო შუა ხორგაში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს.
“ბაღის მოწყობაზე 400 ათასი, ხოლო გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი – 625 000) დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.