საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება და მიენიჭა დაბის სტატუსი.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფორასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, გომისმთის განვითარებით საქართველოს კიდევ ერთი უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული კურორტი შეემატება.
„გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს განსაკუთრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე ბუნებრივ პირობებსაც.
გომისმთის განვითარებით საქართველოს კიდევ ერთი უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული კურორტი შეემატება. გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს შორის. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.
გომისმთისათვის დაბის სტატუსის მინიჭება და კურორტის გენგეგმის შესაბამისად განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ზურგე