რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბუგეულსა და კვაცხუთში წყალსადენების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 313 795 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, წყალი შეუფერხებლად მიეწოდება აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.