შემდეგი სტატია
კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო დრო დაასახელა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრანსპორტი მუშაობას, ალბათ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.:...
ხაშურის მერიამ 4 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა იმის გამო, რომ მისმა ხელმძღვანელებმა სათანადო დოკუმენტაცია არ წარადგინეს. სურამის კალაპოტის დაღრმავებისა და გაწმენდის ტენდერში მეხუთე კომპანიამ, "ჯორჯიან ბილდმა" გაიმარჯვა. საუბარია ნახევარმილიონიან პროექტზე. ტენდერის საწყისი ფასი 517 000 ლარი იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომპანია "ჯორჯია ბილდი" ხაშურის მერიას არწმუნებს, რომ მას მსგავს სამუშაოებზე საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მის დოკუმენტაციაში...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საპატრიარქო, ძამის ხეობაში, 5 მლნ 432 009 კვ.მ ფართობ მიწას ითხოვს. ტყის ფონდზე "ზედდების" გამო, საჯარო რეესტრმა მიქაელ ბოტკოველს 42 განცხადება არ დაუკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
განცხადებების ავტორი საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მიქაელ ბოტკოველია. მან საჯარო რეესტრს დოკუმენტები, მათ შორის, ნახაზები 2018-2019 წლებში წარუდგინა. ეს ნახაზები რეესტრმა დაიწუნა.
რაც შეეხება საკუთრებას, საქართველოს საპატრიარქოს, ძამას ხეობაში,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა. აქედან, 2760 კვ.მ-ის ფართობი მიწის შესაძენად - 1000 ლარი, 154463 კვ.მ-ში კი 55 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მიწის ნაკვეთი კობა ბერიანიძემ გასულ წელსაც იყიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში. ის 32 250 კვ.მ-ფართობის მესაკუთრეცაა, რომლის შესაძენად 2019 წელს 1500 ლარი გადაიხადა.
საკრებულოს თავმჯდომარის...
გორის სოფელ თედოწმინდაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება 689 მეტრია.
„პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 342 000 ლარია გათვალისწინებული. გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული , არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტი გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი...
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების სამეტაპიანი პროექტის ნაწილი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ახალციხის მერია ავრცელებს.
I ეტაპი – 2019 წელს მასშტაბური საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს.
II ეტაპი – თითქმის დასრულებულია საფეხმავლო ბილიკებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გზის 250-მეტრიან მონაკვეთზე, სოფელ ღრელის ასახვევიდან 9 აპრილის ქუჩის კვეთამდე.
III ეტაპით – დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე. მოეწყობა, ასევე, საავტომობილო...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს, საბჭოზე საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შენარჩუნებული შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები განიხილეს.
"ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მოეწყო მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე.
“საექსპოზიციო სივრცეებში ძირითადად წარმოდგენილია სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და...
ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ზ/ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ: დაიწყო ჩიტიხევის გზის ასფალტირების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტი ხორციედება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სულ დაიგება 1,156 კილომეტრი გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „დინ გრუპი”.
სოფელ ზ/ხვედურეთში...
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას, ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50 000 ლარის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა, გაუმართლებელია მისთვის გაღებული ხარჯებიც. ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე, აპროტესტებს ტურიზმის ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად 60 000 ლარის დახარჯვას და მიიჩნევს, რომ თანხა, რომელსაც მერია არამიზნობრივად ხარჯავს, პანდემიით დაზარალებულ...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ალგეთი–ტბისი კუმისის მაგისტრალურ ქსელზე სოფელ ასურეთის გამანაწილებლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად, სარწყავი წყლისმიწოდების გრაფიკი 120 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა მეწყრის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალურ ქსელს, რომელიც 700ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწისფართობს ასარწყავებს.
შპს საქართველოს მელიორაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წესების სრული დაცვით ახორციელებს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარბაზში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს. ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შიდა სივრცეში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყობა თანამედროვე ტიპის საშხაპეები და გასახდელი. გამოიცვლება სახურავი და შეკეთდება ფასადიც.
„ქუთაისს აქვს უდიდესი სპორტული ტრადიციები. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება...
10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად 15 მაისს დაიწყო და როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 24 მაისის მდგომარეობით, სულ დარეგისტრირებულია 57 443 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 - ლარიან დახმარებას მოიცავს და პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი...
ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხულოს მერიის ცნობით, მამულაძის ქუჩაზე საყრდენ კედელს და საფეხმავლო ბილიკს აწყობენ.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 334 ათას 378 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ იაკობაშეებში. სოფელში ფერდსამაგრი კედელი შენდება.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ოლიმპი2012“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 871 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 12 ლოკაციაზეა დაგეგმილი,...
ინფრასტრუქტურული პროექტის თანახმად, ქობულეთში გზების რეაბილიტაცია და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამჯერად ბეტონის საფარი შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზაზე, ხუცუბანი-მჟავანაძეები-მახარაძეები-ბოხვაურის მიმართულებით დაიგო. რეაბილიტირებული გზით თხუთმეტამდე ოჯახი ისარგებლებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 1 300 222 ლარია გამოყოფილი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 25 მაისიდან იხსნება კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული ობიექტები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და სანატორიუმები. მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ინფორმაციას "რესი" ავრცელებს.
დეფაქტო მთავრობა შეზღუდვების გაუქმებას იმით ხსნის, რომ რეგიონში ამ დრომდე ინფიცირებულ 37-ივე პირს კორონავირუსი კარანტინში ყოფნისას დაუდგინდა. ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული პირია.
დეფაქტო ხელისუფლრების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































