ინფრასტრუქტურული პროექტის თანახმად, ქობულეთში გზების რეაბილიტაცია და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამჯერად ბეტონის საფარი შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზაზე, ხუცუბანი-მჟავანაძეები-მახარაძეები-ბოხვაურის მიმართულებით დაიგო. რეაბილიტირებული გზით თხუთმეტამდე ოჯახი ისარგებლებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 1 300 222 ლარია გამოყოფილი.