ხაშურის მერიამ 4 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა იმის გამო, რომ მისმა ხელმძღვანელებმა სათანადო დოკუმენტაცია არ წარადგინეს. სურამის კალაპოტის დაღრმავებისა და გაწმენდის ტენდერში მეხუთე კომპანიამ, “ჯორჯიან ბილდმა” გაიმარჯვა. საუბარია ნახევარმილიონიან პროექტზე. ტენდერის საწყისი ფასი 517 000 ლარი იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომპანია “ჯორჯია ბილდი” ხაშურის მერიას არწმუნებს, რომ მას მსგავს სამუშაოებზე საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მის დოკუმენტაციაში წერია, რომ იგი
კომპანია “გზამშენი-18″-ის ქვეკონტრაქტორი იყო. კონკურენტმა კომპანიებმა გადაამოწმეს მისი გამოცდილება და აღმოჩნდა, რომ ,,გზამშენ-18”-ს, მსგავსი ტიპის სამუშაოები არ ჩაუტარებია. შესაბამისად, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიაც ვერ ჩაატარებდა ასეთ სამუშაოებს. შესაბამისად, გამოცდილებაც არ აქვსო. ისინი მერიას მოუწოდებენ, რომ კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია და “ჯორჯიან ბილდთან” ხელშეკრულება არ გააფორმოს.
ხაშურის მერიამ სურამის კალაპოტის დაღრმავებისა და გაწმენდის მიზნით ტენდერი 2020 წლის მარტში გამოაცხადა.
შეთავაზებული წინადადებები ასე გამოიყურება:
– შპს Georgian Build 413 577 ლარი
– შპს საგზაო 392 000.00
– შპს მშენებელი 379 166
– შპს ნიუპოვერ 377 000
– სს Caqir iafi sanai ve TijareT-is საქართველოს, თბილისის ფილიალი – 349 999
4 კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ მერია იმ კომპანიასთან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
2020 წლის 15 მაისს ხაშურის მერიამ შპს “ჯორჯიან ბილდის” წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.
ეს პროცესი არ მოეწონა კომპანია “ბანის” წარმომადგენელს, რომელიც ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდა. მის წარმომადგენელს ხაშურის მერიის ქმედება არასამართლიანად მიაჩნია. “ბანი”-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაუშვებელია კონტრაქტი “ჯორჯიან ბილდთან” გაფორმდეს. კერძოდ:
“კომპანიას, გამოცდილების შესახებ, მერიისთვის შესაბამისი დოკუმენტი უნდა მიეწოდებინა, რაც არ შესრულდა,” – აღნიშნავს “ბანის” წარმომადგენელი.
კომპანია “გეორგიან ბუილდმა”, გამოცდილების შესახებ, გარკვეული სახის ინფორმაცია წარადგინა, თუმცა ეს არასაკმარისად მიაჩნია მომჩივან მხარეს:
“წარმოდგენილ ინფორმაციაში, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ იგი იყო შპს “გზამშენი-18”-ის ქვეკონტრაქტორი, არ იკვეთება თუ ვისი კონტრაქტორია თვითონ შპს “გზამშენი-18″ (აღნიშნული მონაცემი ვერ იქნა მოძიებული) და, ამასთან, მნიშვნელოვანია – შეეძლო თუ არა მას სხვა ქვეკონტრაქტორის აყვანა. შესაბამისად,მერიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა აღნიშნული მონაცემები და შემოწმების შედეგების გარეშე არ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული, შპს Gეორგიან ბუილდ-ის გამოცდილებად,” – აღნიშნავს “ბანის” წარმომადგენელი.
კომპანია “ბანი”-ს წარმომადგენელი თვლის, რომ თავის მხრივ შპს “გზამშენი-18”-ის დოკუმენტაციაა მოსაძიებელი, რომლის ქვეკონტრაქტორად ითვლება “ჯორჯიან ბილდი”.
“სატენდერო კომისიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა დამკვეთთან შპს “გზამშენი-18″-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეალობა, რომელიც ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული ელექტრონულ სისტემაში,” – აღნიშნავს “ბანი”.
ხაშურის მერიას “ბანის” ბრალდებებზე ჯერ პასუხი არ აქვს მზად. ამ პასუხს შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება პროექტს, ეს გულისხმობს სურამულას კალაპოტის გაწმენდა-გაფართოება და ამოღებული მასალით ნაპირებზე დატბორვის საწინააღმდეგო დამბების მოწყობა, ხოლო ძირითადი ნაწილის გატანა დასაწყობება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე. გასაწმენდი მონაკვეთის სიგრძეა 7.475 კმ. მისი დასაწყისი განლაგებულია ხაშურის დასაწყისიდან (სარწყავი არხის აკვედუკიდან) და სრულდება მდიანრე მტკვართან.