გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 190 000 კვ.მ. ფართობში 57 500 ლარი გადაიხადა

594

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა. აქედან, 2760 კვ.მ-ის ფართობი მიწის შესაძენად – 1000 ლარი, 154463 კვ.მ-ში კი 55 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მიწის ნაკვეთი კობა ბერიანიძემ გასულ წელსაც იყიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში. ის  32 250 კვ.მ-ფართობის მესაკუთრეცაა, რომლის შესაძენად 2019 წელს 1500 ლარი გადაიხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში, 2018 წელს კობა ბერიანიძემ ბინა დედაქალაქში შეიძინა – გორგასლის ქუჩაზე მდებარე 90,6 კვ.მ საცხოვრებელ ფართში 186 440 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება შემოსავლებს, გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომაარის მოადგილეობიდან მან სარგოს სახით, 23520 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, შემოსავალი მას სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდანაც უფიქსირდება, რომელმაც 2019 წელს 110 000 ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, კობა ბერიანიძეს შემოსავალი 2019 წელს 133 520 ლარი იყო.

გასავლების ნაწილში კი, ბერიანიძეს მთლიანობაში 41 436 ლარი და 5 712 დოლარი აქვს მითითებული. ამ თანხებით მან გასულ წელს ბანკის სასესხო ვალდებულებები გაისტუმრა.